.

კორპორაციული ფინანსები
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2016
1369
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
Аннотация
 

კორპორაციული ფინანსები

(ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგია)
სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო

სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო „კორპორაციული ფინანსები“ ეხება კორპორაციული ფინანსების თეორიას, მეთოდებს, პრაქტიკას და თანამედროვე კორპორაციული ფინანსების აქტუალურ საკითხებს. მასში გაშუქებულია საკუთარი კაპიტალის ფასეულობის მაქსიმიზაციის ასპექტები, კომპლექსურადაა წარმოდგენილი ტოპ-მენეჯერების მოტივაცია, ფულის დროითი ფასეულობა, კორპორაციული fასიანი ქაღალდების შეფასება, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლები, საინვესტიციო პროექტების დამუშავებისა და შეფასების ასპექტები, ფინანსური ლევერიჯის თავისებურებები, დივიდენდური პოლიტიკა, ტრანსეროვნული კორპორაციის საქმიანობა, საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რისკი და შემოსავლიანობა, ბიზნესის შეფასების მიდგომები და მეთოდები, ანალიტიკური ფინანსური საბუთების სისტემა, სამუშაო კაპიტალის მართვა, მმართველობითი ფინანსური ანალიზი, სავალო ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო პორტფელის ძირითადი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, საინვესტიციო პორტფელის ფორმირებისა და მართვის სტრატეგია.

Подробности
 

სალექციო კურსის თეორიული მასალა გამყარებულია ტესტებითა (120) და მრავალრიცხოვანი პრაქტიკული მაგალითებით (82), romლებic კორპორაციული ფინანსების ეკონომიკური და საინვესტიციო 4 სტრატეგიის განხილვას, შესწავლასა და განმტკიცებას ემსახურება. წიგნში დანართის სახით წარმოდგენილია საკმაოდ ტევადი ( 50) პრაქტიკული მაგალითები ფინანსურ მენეჯმენტში.

ავტორები გულითად მადლიერებას გამოხატავენ მოსკოვში “გამომცემლობა იურაიტში“ 2012 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს „კორპორაციული ფინანსური მენეჯმენტის“ ავტორებს (УДК 336, ББК 65 290-93я73, ISBN 978-5-9916-1728-4): მიხეილ ლიმიტოვსკის, ელენე ლობაჩოვას, ვიგენ მინოსიანს, ვიქტორ პალამარჩუკს და განსაკუთრებით პირველ ავტორს ჩვენი სახელმძღვანოს ჩამოყალიბებასა და შექმნაში მიღებული წვლილისა და გაწეული საქმიანი კონსულტაციებისათვის.

სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ფინანსური მენეჯერების, ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორების, მთავარი ბუღალტრების, კომპანიების ხაზინდარების, აგრეთვე ხელმძღვანელი პორების ფართო წრისა და ფუნქციური მენეჯმენტით დაინტერესებული პირებისათვის, კორპორაციული და სტრატეგიული ფინანსების სფეროში დასაქმების მსურველი სპეციალისტებისათვის.

Характеристики

  • Опубликовано: Октябрь 25, 2023
  • ISBN-13: 978-9941-0-9365-4
  • Издательство: ს.ტ.უ. გამომცემლობა
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 726
  • Просмотры: 1369
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации