კომპლექსური ანალიზის საფუძვლები
მაგალითებსა და სავარჯიშოებში
სახელმძღვანელოში ასახულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსისტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკაში საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპლექსურ ანალიზში (კომპლექსური ცვლადისა ფუნქციათა თეორია) პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. წიგნში საკმაო რაოდენობითაა მოყვანილი საილუსტრაციო მაგალითები და დამოუკიდებელი მუშაობისათვის შემოთავაზებულია შესაბამისი სავარჯიშოები. თითოეული პარაგრაფი იწყება აუცილებელი საცნობარო თეორიული მასალით.
ავტორთა აზრით, სახელმძღვანელოს შეუძლია გაუწიოს სათანადო დახმარება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური სპეციალობების იმ სტუდენტებს, რომლებსაც უწევთ ისეთი სასწავლო კურსების ათვისება, სადაც გარკვეული მოცულობით გამოიყენება კომპლექსური ანალიზის ცნებები და კვლევის მეთოდები.