.

ისტორიის მეცნიერების შესავალი
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2024
1053
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
Аннотация
 

ისტორიის მეცნიერების შესავალი (ლექციების კურსი)

ისტორია ერთ-ერთი ძველი მეცნიერებაა. ამასთანავე, ისტორიას შესწევს ცოდნის დაგროვების უნარი. მისი შესწავლის ობიექტი ძალიან დიდია. კაცობრიობის მიერ განვლილ გზა ისტორიაა; ეს განვლილი გზა ადამიანის გარეშე წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად რაც აინტერესებთ ადამიანებს, ესაა თვით ადამიანები, მათი ცხოვრება. ამდენად, ისტორია უაღრესად საინტერესო მეცნიერებაა. საისტორიო ხასიათის თხზულებებს გატაცებით კითხულობდნენ, ცდილობდნენ შეძენილი ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოეყენებინათ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში უწოდეს ისტორიას „ცხოვრების მასწავლებელი“.

ისტორიის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის შესაბამისად გადიან საგანს ისტორიის მეცნიერების შესავალი.

Подробности
 

უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებში, დისციპლინის ისტორიის მეცნიერების შესავალი, შეტანა გამოწვეულია აუცილებლობით, გაუადვილოს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს არჩეული პროფესიის დაუფლება.

სასწავლო დისციპლინის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტების მიერ ისტორიული მეცნიერების შესახებ ზოგადი ცოდნის დაუფლება, შესაბამისი ცნებითი აპარატის დაუფლება და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება. დისციპლინას სტუდენტები შეჰყავს ისტორიული მეცნიერების წიაღში, იგი სტუდენტებს აძლევს აუცილებელ საბაზო განათლებას აღნიშნული მიმართულებით და ეხმარება მათ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში.

Характеристики

  • Опубликовано: Март 28, 2024
  • ISBN-13: 978-9941-445-61-3
  • Издательство: ს.ს.უ. გამომცემლობა
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 227
  • Просмотры: 1053
  • Оценки: 5.0

Автор(ы) Книг

Рекомендации