
14 - Книга
წინამდებარე განმარტებითი ლექსიკონი მრავალწლიანი და წარმატებული ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროდუქტია.
პროექტის იდეა 2009 წელს გაახმოვანა ბატონმა ლევან თოთლაძემ, რომელიც გახლავთ ბადენ-ვიუტენბერგის (მხარე გერმანიაში) სამართლის ასესორი და მოწოდებით სამართალმცოდნე. მისი ჩანაფიქრი იყო სამართლის სხვადასხვა სფეროს ცნებების თავმოყრა, განმარტება და ამ კუთხით სტუდენტებისა თუ პრაქტიკოსი იურისტებისათვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება.
წინამდებარე წიგნი გამოცემულია GIZ-ისა (Deutsche Gesellschaft für Internati onale Zusammenarbeit) და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოების (IRZ) მხარდაჭერით.
ავტორები: ლევან თოთლაძე, გაგა გაბრიჩიძე, გიორგი თუმანიშვილი, პაატა ტურავა, ეთერ ჩაჩანიძე.
რედაქტორები: გიორგი ხუბუა, ლევან თოთლაძე.