.

დისკუსია
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2019
Издательство: დისკუსია
2025
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.3
(3 შეფასება)
Аннотация
 

საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალი „დისკუსია“ 2019 წლიდან გამოდის. ჟურნალის დამფუძნებელი და რედაქტორია საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი მარინე დამენია. ჟურნალი თვით დაფინასებაზეა. პირველი ნომერი დააფინანსა გერმანელმა ქართველოლოგმა ვოლფგანგ ფოიერშტაინმა, ხოლო დანარჩენი ნომრები რედაქტორ მარინე დამენიას მიერაა დაფინანსებული.

ჟურნალი „დისკუსია“ № 1

ჟურნალი „დისკუსია“ № 2-3

ჟურნალი „დისკუსია“ № 4-5

Подробности
 

ჟურნალის გამოცემის იდეის შესახებ პირველი ნომერში თავად რედაქტორი ამობობს: „ფიქრსა და განსჯაში გადის დღეების რბოლა. რა ვაკეთო ხვალ?! რა შემიძლია შევმატო ჩემს ქალაქს, რეგიონს... ამ ფიქრში დაიბადა საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალი „დისკუსია“. რატომ „დისკუსია“? - ცოდნის, შეხედულებებისა და იდეების ურთიერთგაზიარებაში, აზრთა ჭიდილსა და ძიებაში – დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება. ჩვენ ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითი თაობა გვყავს. რეგიონის მეცნიერ-თანამშრომლები, ასპირანტები... თავიანთი ნაშრომების გამოსაქვეყნებლად თბილისის გამოცემებს მიმართავენ. ჩვენი სურვილია, ამ ჟურნალით გავაერთიანოთ რეგიონის მეცნიერ-თანამშრომლები, ასპირანტები, სტუდენტები, ინტელიგენცია და თითოეულმა მათგანმა ამ ჟურნალის მეშვეობით თავისი სიტყვა თქვას საქართველოს ისტორიაში. ჟურნალის ყოველი გამოცემა თემატურად იქნება მრავალფეროვანი და წელიწადში სამჯერ გამოვა. ჟურნალს აქვს განყოფილებები: ისტორია; პოლიტოლოგია; ეკონომიკა; სოციოლოგია; მედიცინა; ფარმაკოლოგია; ბიოლოგია; ფსიქოლოგია; ფილოსოფია; სამეგრელო-ზემო სვანეთის მედიაისტორია; სამართალმცოდნეობა; კრიმინალისტიკა; არქეოლოგია; არქიტექტურა; ეთნოგრაფია; ფოლკლორი; ლიტერატურა... „დისკუსიის“ რედაქცია მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საგამომცემლო (ჟურნალ-გაზეთების, წიგნების და სხვ. აწყობა-დაკაბადონება) საქმიანობაში. მჯერა, რეგიონის საზოგადოება ამ ფაქტს დადებითად შეხვდება და ჩვენი ჩანაფიქრი წარმატებულად განხორციელდება.“ - #1, მაისი, 2019

Характеристики

  • Опубликовано: Декабрь 29, 2020
  • ISBN-10: 267-9078
  • Издательство: დისკუსია
  • Язык: Geo
  • Количество страниц: 150
  • Просмотры: 2025
  • Оценки: 4.3

Автор(ы) Книг

Рекомендации