წიგნში შესწავლილი და გაშუქ ებულია დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მსოფლმხედველობრივი პრობლემები. კვლევის ობიექტშია მოქცეული შუა საუკუ ნეების დიდი პოეტის ბიბლიურ-ქრისტიანული მსოფლმხედველობა, სოციალურ-პოლიტიკუ რი, დიდაქტიკურ-პედაგოგიკური, ეთიკური, ლიტერატურულ-ესთეტიკური კონცეფციები, ანთროპოლოგიური პრობლემატიკა, ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ფილოსოფიური მრწამსი. დასახელებული საკითხების კვლევა წარმოებს თანამედროვე მედიევისტიკის მიღწევების ფონზე, ბიბლიურ-საღვთისმეტყველო, ლიტერატურული, ფილოსოფიური და ფოლკლორული წყაროების გამოვლინება-წარმოჩენის კონტექსტში.
მონოგრაფია განკუ თვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკუ ლტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე იგი დახმარებას გაუწევს საკითხით დაინტერესებულ პირთ.