
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის ადმინისტრირება საქართველოში
მონოგრაფიულ ნაშრომში - „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის ადმინისტრირება საქართველოში“ - ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პრინციპების ადაპტირებასთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების სამეწარმეო-ბიზნეს საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და კორპორაციების მყარი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემის (საჯარო აუდიტის სფეროებში) საერთაშორისო სტანდარტებით წარმოება-ადმინისტრირების აქტუალური საკითხები.
წინამდებარე სამეცნიერო თხზულება განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების (BA) სპეციალობის მაღალი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტ-დოქტორანტებისა და აღრიცხვა-აუდიტის სფეროებში დასაქმებულ სპეციალისტებისათვის.