.

არეოპაგიტიკა
Тип Ресурса: Эл-Книга
Год Издании: 2011
Издательство: ინტელექტი
6034
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
Аннотация
 

არეოპაგიტიკა (ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, ფილოსოფიური და თეოლოგიური წყაროები, გავლენა)

მონოგრაფიაში განხილულია V-VI საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების – არეოპაგიტიკის ფილოსოფიური და თეოლოგიური წყაროები, მასში მოცემული ფილოსოფიური იდეები და გავლენები.

დასახული მიზნის მისაღწევად მონოგრაფიაში განხილულია პლატონის ფილოსოფია, ნეოპლატონიზმი (პლოტინე და პროკლე), კაპადოკიელ მამათა (ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი) მსოფლმხედველობა, არეოპაგიტული ფილოსოფია (მოძღვრება პირველ ერთზე, კატაფატიკური და აპოფატიკური მეთოდების ანალიზი, სიკეთის იდეა და სხვ.) და არეოპაგიტული გავლენა (მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი, იოანე სკოტ ერიუგენა, თომა აკვინელი, მაისტერ ეკჰარტი, ნიკოლოზ კუზანელი).

სპეციალური თავი ეძღვნება არეოპაგიტული მოძღვრების მნიშვნელობას ქართული კულტურისთვის. განკუთვნილია სპეციალისტებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

 

Характеристики

Автор(ы) Книг

Рекомендации