ავტორი (ები): ვლადიმერ ნაბოკოვი
ავტორის შესახებ
ვლადიმერ ვლადიმერის ძე ნაბოკოვი (რუს. Владимир Владимирович Набоков; დ. 22 აპრილი, 1899 ― გ.2 ივლისი, 1977) — რუსი-ამერიკელი მწერალი. პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები დაწერა რუსულად, თუმცა საერთაშორისო აღიარება, როგორც პროზაიკოსს, ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმა მოუტანა. ნაბოკოვის საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევარი ინგლისურ ენაზე უდავოდ “ლოლიტაა” (1955), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოები, მას მოსდევს ასევე “მკრთალი ცეცხლი” (Pale Fire, 1962). ნაბოკოვს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ლეპიდოპტერიაში. მას უკუთვნის საჭადრაკო პრობლემათა გარკვეული რაოდენობაც.