.

ავტორი (ები): ჯონ სტეინბეკი

ავტორის შესახებ

ჯონ ერნსტ სტეინბეკი (ინგლ. John Ernst Steinbeck, Jr.; დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება. სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო; მისი შრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავს — ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული. მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის Cannery Row (1945) და „მარგალიტი“ (1947) ჰოლივუდის მიერ ეკრანიზებულ იქნა. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმისთვის „სიცოცხლის გემი“ (1945).

დაწვრილებით ...