ავტორი (ები): ჯეიმზ ჯოისი
ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/James_Joyce
ავტორის შესახებ
ჯეიმზ ჯოისი (ინგლ. James Augustine Aloysius Joyce, ირლ. Séamus Seoighe; დ. 2 თებერვალი, 1882, რეთგერი, დუბლინის გარეუბანი, ირლანდია — გ. 13 იანვარი, 1941, ციურიხი, შვეიცარია) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი. ჯოისის ყველაზე გახმაურებული რომანია „ულისე“ (1922 წ.), ასევე მის კალამს ეკუთვნის რომანი „ფინეგანის სამძიმარი“ (1939 წ.), მოკლე ნოველების კრებული „დუბლინელები“ (1914 წ.) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ (1916 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს — ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.