.

ავტორი (ები): ალბერ კამიუ

ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Albert_Camus
ავტორის შესახებ

ალბერ კამიუ (ფრანგ. Albert Camus; დ. 7 ნოემბერი, 1913 - გ. 4 იანვარი, 1960) — ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). დაიბადა მონდოვიში, ალჟირი, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა წარმოშობით ესპანელი იყო. მამა, ლუსიენი, მარნის ბრძოლაში დაიღუპა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. ბავშვობა კამიუმ ალჟირის ღარიბ უბანში, ბელკურში გაატარა. ის დედამ გაზარდა, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და წერა-კითხვის უცოდინარი იყო 1923 წელს კამიუ ლიცეუმში ირიცხება, შემდეგ კი ალჟირის უნივერსიტეტში. ახალგაზრდობაში იყო ფეხბურთელი, მეკარე და თეატრალური დასის წევრი, თუმცა 1930 წელს ტუბერკულოზით დაავადების გამო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან წასვლა და საღამოს განყოფილებაზე გადასვლა მოუწია. 1935 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს იღებს, 1936 წლის მაისში კი იცავს სამაგისტრო თეზისს პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე.

დაწვრილებით ...