.

ავტორი (ები): რობერტ ლუის სტივენსონი

ავტორის შესახებ

რობერტ ლუის ბალფორ სტივენსონი (ინგლ. Robert Louis Balfour Stevenson; დ. 13 ნოემბერი, 1850, ედინბურგი — გ. 3 დეკემბერი, 1894) — შოტლანდიელი მწერალი. რობერტ ლუის სტივენსონი დაიბადა დინბურგში 1850 წელს. მამა და ბაბუა ინჟინრები ჰყავდა. ამის გამო რობერტის მომავალიც ინჟინრობასთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა სტივენსონმა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ ინჟინერობა არ ხიბლავდა. 1871 წელს მან სასწავლებელი შეიცვალა. რობერტი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და ამის გამო თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის ქალაქგარეთ — ბეიტანეტში გატარება მოუხდა. სტივენსონმა დაიწყო მოგზაურობა, თავიდან საფრანგეთსა და ბელგიაში. მოგზაურობასთან ერთად ის წერდა კიდეც. შემდეგ გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში. კალიფორნიაში მას შეუყვარდა ამერიკელი ქალი — ფენი ვანდეგრიფტ ოსბორნი, რომელიც ცოლად მოიყვანა. ფენის ჰყავდა ვაჟი. სტივენსონს თავისი გერი მეტად შეუყვარდა. მწერალს წერამ დიდი წარმატება მოუტანა და ის თავის ოჯახთან ერთად აგრძელებდა მოგზაურობას ჯანმრთელობის ძიებაში. ოჯახმა გადაწყვიტა დასახლებულიყო სამოაში. მათ იყიდეს სახლი და იქ 1894 წლამდე ცხოვრობდნენ, სტივენსონის გარდაცვალებამდე.