.

ავტორი (ები): გიორგი ლეონიძე

ავტორის შესახებ

გიორგი ლეონიძე (დ. 27 დეკემბერი, 1899/8 იანვარი, 1900), სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მამა — ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა.

დაწვრილებით ...