ავტორი (ები): მარი ბროსე
ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/
ავტორის შესახებ
მარი ფელისიტე ბროსე (ფრანგ. Marie-Félicité Brosset; დ. 5 თებერვალი, 1802, პარიზი — გ. 3 სექტემბერი, 1880, შატელრო, საფრანგეთი) — ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი. დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულსა და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს შემწეობას უწევდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი (მიწერ-მოწერით).