.

ავტორი (ები): ნიკო მარი

ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Nicholas_Marr
ავტორის შესახებ

იკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე მარი (დ. 6 იანვარი, 1865 [ძვ. სტ. 25 დეკემბერი, 1864]; ქუთაისი — გ. 20 დეკემბერი, 1934, ლენინგრადი, რუსეთი) — ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1912). მამა, იაკობ მარი, შოტლანდიელი ჰყავდა, დედა — ქართველი. ევროპული ენები მამამ ასწავლა. ბავშვობაში სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. 1870 წელს კავკასიის მეფისნაცვლას იაკობ მარმა სთხოვა სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ სკოლაში მისი შვილი. თავიდან უარი უთხრეს, თუმცა შემდეგ ჩარიცხეს ქუთაისის გინაზიაში სახელმწიფოს ხარჯზე. 1884 წელს დაამთავრა გიმნაზია, 1890 — პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1891-იდან ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. 1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში.

დაწვრილებით ...