ავტორი (ები): ალექსანდრე ჭავჭავაძე
ავტორის შესახებ
ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (დ. 1786, რუსეთი, პეტერბურგი — გ. 6 ნოემბერი, 1846, საქართველო, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისში გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასასწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.