.

ავტორი (ები): ვასილ ბარნოვი

ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Vasil_Barnovi
ავტორის შესახებ

ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 22 მაისი, 3 ივნისი, 1856, სოფელი კოდა (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი), ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ "შ. ნუცუბიძის კურსებზე". გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი (იყო კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი). 1880-იანი წლების დამლევს არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.