.

ავტორი (ები): ბორის პასტერნაკი

ავტორის შესახებ

ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (დ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1890, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ) — რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958). ბორის პასტერნაკის მამა, ლეონიდ პასტერნაკი მხატვარი იყო, ხოლო დედა პიანისტი. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ლწერლები ლევ ტოლსტოი, სკრიაბინი, სეროვი. ამან პასტერნაკის მომავალ შემოქმედებაზე იქონია გავლენა. პასტერნაკი თავდაპირველად ხატვას სწავლობდა. 1903-08 წლებში ემზადებოდა კომპოზიტორობისთვის. 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს დაბრუნდა მოსკოვში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი.