.

ავტორი (ები): გერმანე თურქაძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

გერმანე თურქაძე-საზანოელი დაიბადა 1970 წლის 22 ოქტომბერს, თერჯოლის რაიონის სოფ. ზედა საზანოში. დაამთავრა ზ. საზანოს საშუალო სკოლა, დაამთავრა ზესტაფონის 144-ე პროფესიული სასწავლებელი, შემდეგ ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმი, სწავლობდა ქუთაისის დამოუკიდებელ, უნივერსიტეტში, იურისტ-ეკონომისტის სპეციალობაზე.

გამოცემული აქვს 7 პოეტური კრებული. იბეჭდებოდა ჟურნალ სარკეში, გაზეთ ლიტ. საქართველოში, ლიტ.სიღნაღში, დ.ა.შ. მუშაობს გაზეთ სახალხო განათლებაში.

გახლავს მრავალი თანამედროვე ავტორთა პირადი კრებულის რედაქტორ-გამომცემელი. არის ,, ლექსის აკვნის" 15 ტომის რედაქტორი, ეს მისი პროექტია.

გახლავს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიისა და საქ. მწ. კავშირის წევრი. ხელმძღვანელობს იმერეთში საქ. პოეტების საერთაშორისო ასოციაციას. არის მრავალი ღონისძიებების სულისჩამდგმელი. მიღებული აქვს ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მწ. შემოქმედებითი კავშირიდან. ყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილ