სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტტის ქიმიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი
მინედა ჭანტურია დაიბადა 1956 წლის 6 იანვარს აფხაზეთში. 1972 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის მე-19 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალიზაციით “ბიოქიმია” წარჩინებით ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1979 წლის 25 აგვისტოდან მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის კაბინეტის გამგედ, ქიმიის მასწავლებლად მოსამზადებელ კურსებასა და მოსამზადებელ განყოფილებაზე. 1989 წლის 25 აგვისტოდან მუშაობდა თსუ სოხუმის ფილიალში ქიმიის კათედრის მასწავლებლად. 1992 წლის 10 ივლისს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები ზოგიერთ აზომეთინებთან“ (იზონიკოტინჰიდრაზიდის ჰიდრაზონებთან) და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. (არაორგანული ქიმია – 02. 00.01)PХМ № 024378, Москва, 7 августа. 1992 г). 1995 წლიდან ქიმიის კათედრის დოცენტია. 1999 წლის 7 აპრილიდან 2005 წლის 6 აპრილამდე მუშაობდა ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგედ. 2006 წლის 16 ოქტომბრიდან დღემდე ქიმიის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ივნისის №26/06/02 განკარგულებით ჯილდო - ღირსების ორდენი № 820, მოწმობა № 07262
მინედა ჭანტურია არის სარედაქციო კოლეგიების წევრი, ქიმიის სახელმძღვანელოების რედაქტორი, რეცენზენტი, მონაწილეობს ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ავტორია 100-ზე მეტი ნაშრომის, 11 სახელმძღვენელოს. ჰყავს მეუღლე, 3 ქალიშვილი, 7 შვილიშვილი.