.

ავტორი (ები): ირა დანელია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ირა დანელია - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1990 წლიდან, ვმუშაობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წ. დავიცავი დისერტაცია პედაგოგიურ მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად (რომელიც მოგვიანებით გაუთანაბრდა განათლების აკადემიური დოქტორის ხარისხს) თემაზე: “ინგლისურენოვან მხატვრულ ტექსტზე მუშაობის მეთოდიკა უმაღლესი სასწავლებლების ენობრივ ფაკულტეტებზე“.

ვარ საერთაშორისო და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული ოცდარვა სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი; მრავალი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის და ორი სადოქტორო დისერტაციის ხელძღვანელი.

2009 წლის ნოემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვახორციელებ შრომით საქმიანობას ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 2019 წლის თებერვლიდან 2025 წ. იანვრის ჩათვლით აფილირებული ასოც. პროფესორის თანამდებობაზე ამავე უნივერსიტეტში.

ვარ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) და (ვიყავი) თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის საბჭოს წევრი და ოცი სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი.

ვმონაწილეობ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მაქვს მონაწილეობა მღებული სხვადასხვა რაოდენობის კრედიტების მომცველი ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების სასერტიფიკაციო ტრენინგებში. ვარ რამოდენიმე მონოგრაფიის და წიგნის ( სახელმძღვანელოს ) რეცენზენტი. გახლდით ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის წევრი (მოწმობა No-000032. 05.06.2012) და ჟურნალ” ათინათის” თარგმანების განყოფილების რედაქტორი.

ვიყავი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ( TOU ) მიერ წარდგენილ პროექტშის ( 530559-TEMPUS-1-2012-ES-JPHES “e-learning in Universities ტემპუსის მე-5 საგრანტო კონკურსის ფარგლებში) მონაწილე.

ვარ სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს ორი მოწვევის (სენატის) წევრი; II საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის "თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა" სამეცნიერო კომიტეტის წევრი. თბილისი, 2017.