ოთარ ვლადიმერისძე ვახანია დაიბადა 1925 წლის 2 იანვარს, 1942 წელს დაამთარა სოხუმის მე-3 საშუალო სკოლა, ხოლო 1947 წელს-საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.
1947 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და მის სამართალმემკვიდრე სოხუმის სახელმწიფო უნიერსიტეტში, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბრიდან დევნილობაში იმყოფებოდა თბილისში.
ოთარ ახანია 71 წელი ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის უცლელად ხელმძღვანელობდა მისი ინიციატივით დაარსებულ ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას და ფიზიკური აღზრდის სპეციალობას სოხუმში, მოგვიანებით-ფიზიკური აღზრდის საბაკალავრო პროგრამას თბილისში. მის მიერ დაარსებულმა კათედრამ წლების მანძილზე ფიზიკური აღზრდის ათასზე მეტი კვალიფიცირებული მასწალებელი აღზარდა, რითაც სრულიად დააკმაყოფილა აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონის სკოლების მოთხოვნა ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებზე.