მაია მარღანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. ის არის ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და სწავლული მდივანი.
მისი პროფესიული ინტერესებია მასმედიის, გაზეთების ენა და სტილი, ფრაზეოლოგიური ერთეულების სემანტიკა, მათი სტილისტური ფუნქციები, ტექსტის ლინგვისტიკა.
მაია მარღანია არის 60-მდე კვლევითი ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის, ორი სახელმძღვანელოსა და რიდერების (ინგლისური ენა პროფესიული მიზნებისათვის ტურიზმისა და განათლების მიმართულებით) ავტორი.
მაია მარღანია არის ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომების პასუხისმგებელი მდივანი, სამეცნიერო შრომების კრებული „მერმისი“ - მთავარი რედაქტორი. ის რეგულარულად მონაწილეობს პროფესიული განვითარების საერთაშორისო ტრენინგ-სესიებსა და კურსებზე ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში, Erasmus+პროგრამების ფარგლებში ორგანიზებულ ვორქშოფებში, TESOL-ის სემინარებში და ასევე ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.