.

ავტორი (ები): ჯუმბერ კერესელიძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ჯუმბერ კერესელიძე - თსუ ქიმიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში მოლეკულური სპექტრომეტრიის და ქვანტური ქიმიის სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გავლილი აქვს თეორიული ქიმიის მოსკოვური სკოლა და აღზრდილი ჰყავს 8 ქიმიის დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო შრომა (რჩეული) ისეთი მაღალი რეიტინგის და იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, როგორიც არის Russ. Chem. Rev., J. Phys. Chem., Chem. Heter. Comp., ჟ. Biol. Phys. Chem. და Theor. and Exper. Chem. სამეცნიერო მოხსენებებით მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში. 2001 წელს, ჩღDF-გრანტით, სამეცნიერო მივლინებაში იმყოფებოდა აშშ, ჯორჯიის უნივერსიტეტის კვანტური ქიმიის საერთაშორისო ცენტრში, სადაც შესრულებულ კვლევები რომლებიც საფუძვლად დაედო 7-აზაინდოლში პროტონის გადატანის ციკლურ-დიმერული მექანიზმის შექმნას [J.A.Kereselidze at. al. Chem. Heterocycl. Comp., 2006, 7, 1062-1072]. ეს მექანიზმი წარმატებით არის გამოყენებული 7-აზაინდოლში ფემტოწამური ლაზერული იმპულსებით 1H-7H პროტონის ინიცირებისა და გადატანის ა. ზევაილის მეთოდში (ა. ზევაილი, ნობელის პრემია 1999 წ). სამეცნიერო-პედაგიოგიური მოღვაწეობისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი.