.

ავტორი (ები): ლუდვიგ ვიტგენშტაინი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ლუდვიგ იოზეფ იოჰან ვიტგენშტაინი (გერმ. Ludwig Wittgenstein დ. 26 აპრილი, 1889, ვენა — გ. 29 აპრილი, 1951, კემბრიჯი) — მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავსტრიელ-ინგლისელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ლოგიკის, ანალიტიკური ფილოსოფიის, ცნობიერების და ენის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. იგი ავტორია მოკლე პარაგრაფებისგან შემდგარი, კრიპტული წიგნისა ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (Tractatus Logico-Philosophicus, 1921), რომელშიც ვიტგენშტაინი ფრეგეს და რასელის მოსაზრებების ზეგავლენით აყალიბებს სამყაროს სურათული აღქმის თეორიას. მისი მომდევნო წლების მსოფლმხედველობა შეჯამებულია წიგნში ფილოსოფიური გამოკვლევები (Philosophical Investigations, 1953) რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა და რომელშიც იგი უარყოფს „ტრაქტატის“ ზოგიერთ დებულებას და ავითარებს ენობრივი თამაშის (language-game) ახალ კონცეფციას.