დამანა მელიქიშვილი
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1986-1993 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან არის პროფესორი; 1988 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, 1995-1998 წწ. იყო აკადემიის ბიზანტინოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2006 წლიდან არის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
დამანა მელიქიშვილი არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი საპატიო წოდებისა და პრემიის მფლობელი: დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია (2000), პრემია „პარნასი“ (2007), შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია (2008), დამსახურებული პროფესორის წოდება (2009), ღირსების ორდენი (2018) და ა.შ. იგი არის ქართულ და უცხო ენებზე გამოცემული მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.