ავტორი (ები): მირანდა თოდუა
ავტორის შესახებ
მირანდა თოდუა დაიბადა სოხუმში. 1994 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალი. 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ბიბლიური მოტივები და პარადიგმები ქართულ ჰიმნოგრაფიაში. არის ფილოლოგიის დოქტორი. 2000 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო წერილები პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალში.