.

ავტორი (ები): ნატო სონღულაშვილი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ერთობა და ეროვნული იდენტობა მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში“. არის ორჯერ (2012-2014) პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის და (2018-2021) ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მფლობელი. მიღებული აქვს ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო (2021). მისი კვლევის სფეროა: ახალი და უახლესი ისტორიის, ქართული იდენტობის ისტორიის პრობლემები. არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ხუთი მონოგრაფიის ავტორი.