.

ავტორი (ები): გვანცა აბდალაძე

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

გვანცა აბდალაძე, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი დაიბადა 1974 წ. ქ. თბილისში. 1991-1996 წწ.-ში სწავლობლდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 1993-1996 წწ.-ში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, უცხოური ენების განყოფილებაზე (ინგლისური ენა); 1997-2000 წწ.-ში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურაში. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2009 წ. ამერიკული საბჭოების JFDP პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება). 2000 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. არის აშშ-სა და ევროკავშირის სხვადასხვა პროექტების მონაწილე და ორგანიზატორი; გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი აკადემიური სტატია, არის სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. კვლევითი ინტერესები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო უსაფრთხოება; მშვიდობის მშენებლობა; შედარებითი პოლიტიკა; ისტორია.