მარინა ზამოს ასული ზარქუა - 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ამავე წელს ჩაერიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში -სპეციალობით მცენარეთა ფიზიოლოგია. 1988 წლის დეკემბერში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ.კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1996წ. დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, 2006 წლიდან ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი სახელმძღვანელო, არის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე.
2015-2019 წლებში იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ამჟამად არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ხრისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.