.

ავტორი (ები): ბადრი გეჩბაია

ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001723/
ავტორის შესახებ

დაამთავრა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაციით 2003 წელს. 2003-2007წწ. ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი მრავალდარგოვანი კოლეჯის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი; 2003-2006წწ. ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2005-2006წწ. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2004-2007წწ. ევროპული უნივერსიტეტის ბათუმის ფაკულტეტის ეკონომიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი მრავალდარგოვანი კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 2008-2009წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი; 2009 -2013წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; 2012–2013წწ. იყო პრეზიდენტის გრანტის, ახალგაზრდა მეცნიერთათვის PG/27/2-230/12 კონკურსში გამარჯვებული თემაზე: "კავკასიის რეგიონის ეკონომიკის პრიორიტეტები და ტენდენციები გლობალიზაციის ხანაში"(კონკურენტუნარიანობა, პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). დღესაც არის რამდენიმე საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი