.

ავტორი (ები): ელიზბარ ელიზბარაშვილი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

1970-1978წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე; ლექციების კითხვა დაიწყო 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1978-1992წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1994 წლიდან იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე; არის ამავე ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი 1985 წლიდან, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ინიციატივით შეიქმნა გეოგრაფია-ეკოლოგიის სპეციალობა; 2004 წლიდან გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და კათედრის გამგეა. უმაღლეს განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ორ საბაკალავრო (გეოგრაფია, ეკოლოგია), ორ სამაგისტრო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) და ორ სადოქტორო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) პროგრამას. ახალ პროგრამებთან დაკავშირებით შემოიტანა ახალი საგნები: გეოგრაფიული მოდელირება, ეკოლოგიური პროგნოზირება, კლიმატის ცვლილება, დედამიწის კლიმატი, ატმოსფეროზე ანტროპოგენური ზემოქმედება და სხვა. შესაბამისად შეადგინა დამხმარე სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა და დაცულ იქნა 2 სადოქტორო (მეცნიერებათა დოქტორი), 10 საკანდიდატო და 11 აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციები; მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, გამოვლენილია საქართველოს კლიმატური რესურსების თავისებურებანი, კავკასიის კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები; კვლევის შედეგები დაინერგა საქართველოს კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმატური რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის — "საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები"; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).