.

ავტორი (ები): გიორგი ცაავა

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1961 წელს; მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ტექნიკოსად, ინჟინერ-დამპროექტებლად; იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობის, ტრანსპორტისა და მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1979 წლიდან მუშაობდა საბანკო სისტემაში; იყო საქართველოს "მშენბანკის" (შემდგომ "მრეწმშენბანკი", "ინდუსტრიაბანკი") აფხაზეთის რეგიონული ფილიალის მთავარი ინჟინერი, მმართველი; ძირითადი პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1975 წლიდან იყო სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის პედაგოგი; 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; მიწვეული იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში პედაგოგად; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დოცენტი (1990).