.

ავტორი (ები): ზურაბ გაიპარაშვილი

ვებგვერდი: https://goo.gl/MHuYwT
ავტორის შესახებ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი(ფერწერა).

977-1978წწ. თელავის რაიონის სოფ. ართანის რვაწლიანი სკოლის ხატვის მასწავლებელი; 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე; 1984-1991წწ. თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის მასწავლებელი; 1989-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მასწავლებელი; 1992-1994წწ. გაზეთ "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1994 წელს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; 1994-1998წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2003წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1991-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი; 2005-2007წწ. ამავე უნივერსიტეტის სამუზეუმო სამსახურის უფროსი; 2007 წელს მუზეუმის დირექტორის მოადგილე; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.