ავტორი (ები): გურამ ღონღაძე
ავტორის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წოდებით – პროფესორი. გ. ღონღაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ეხება ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ბიოსტრატიგრაფია და პალეონტოლოგია. მის კალამს ეკუთვნის სამოცამდე სამეცნიერო სტატია, მათ შორის ერთი მონოგრაფია. 1968 წლიდან კითხულობს ლექციებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან გეოლოგიის ძალზე მნიშვნელოვან არაერთ საგანში. გამოქვეყნებული აქვს ორი სახელმძღვანელო (`გეოლოგიის საფუძვლები“ და `პალეონტოლოგია“). ორგზის მოპოვებული აქვს თსუ-ს სამეცნიერო პრემია.