დენ ბრაუნი (ინგლ. Dan Brown; დ. 22 ივნისი, 1964, ექსეტერი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ) — ამერიკელი მწერალი. ძირითადად წერს თრილერებს. მისი ყველაზე გახმაურებული რომანია „და ვინჩის კოდი“ (2003).
დენ ბრაუნმა მოღვაწეობა ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო. ადრეულ ასაკში წერდა სიმღერების ტექსტებს და ხშირ შემთხვევაში თავად ასრულებდა მათ. 1994 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „ანგელოზები და დემონები“, სადაც პირველად გამოჩნდა მისი გმირი, იკონოლოგი და სიმბოლოების ექსპერტი, რობერტ ლენგდონი. დენ ბრაუნის განცხადებით, მას წერა მას შემდეგ დაუწყია, რაც კუნძულ ტაიტიზე ყოფნისას სიდნი შელდონის რომანი „განკითხვის დღის შეთქმულება“ წაუკითხავს და გადაწყვიტა, უკეთესი რომანი დაეწერა.
1996 წელს მწერალმა თავის დრო ახალ ნაწარმოებს დაუთმო. 1998 წელს დღის გამოვიდა მომდევნო რომანი, „ციფრული ციხესიმაგრე“. დენ ბრაუნის ნაწარმოებები თავდაპირველად დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ, მათი საშუალო ტირაჟი ათი ათას ეგზემპლარს არ აღემატებოდა და მას ლიტერატურული სამყარო არ იცნობდა. წარმატება მან 2003 წელს მოიპოვა, რომან „და ვინჩის კოდის“ გამოსვლის შემდეგ. რომანი დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ მყისვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში. ნიუ–იორკ ტაიმსის ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი რომანს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკავა. დღესდღეობით გაყიდულია წიგნის 60 მილიონ ეგზემპლარზე მეტი და ზოგიერთი კრიტიკოსი ამ რომანს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად ასახელებს. 2005 წელს დენ ბრაუნი, ჟურნალ ტაიმის გამოკითხვით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა. ჟურნალმა „ფორბსმა“ კი იგი 2005 წლის გამოჩენილ ადამიანთსა სიაში მე–12 ადგილას განაწესა.
აღსანიშნავია, რომ რომანმა „და ვინჩი კოდმა“ მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ძირითადად მძაფრი რეაქცია გამოწვეული იყო იესო ქრისტეს პირადი ცხოვრების გაშუქების მცდელობით და წიგნის პერსონაჟის, ლი თიბინგის მოსაზრებებით ქრისტიანული რელიგიის, მაცხოვრის, მარიამ მაგდალინელის და ტამპლიერების შესახებ. 2006 წელს გამოვიდა რომან „და ვინჩის კოდის“ ეკრანიზაცია, რომლის რეჟისორი რონ ჰოვარდია, მთავარ როლებს კი ოდრი ტოტუ, ტომ ჰენქსი და იენ მაკ-კელენი ასრულებენ. ამ ფილმით 2006 წლის 17 მაისს გაიხსნა კანის კინოფესტივალი.