.

ავტორი (ები): ლევან ალექსიძე

ვებგვერდი: https://goo.gl/7zou7g
ავტორის შესახებ

ლევან ალექსიძე (დ. 5 ივლისი, 1926, თბილისი) — ქართველი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1996), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2001). 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. „საერთაშორისო სამართლის“ პირველი ქართველი მეცნიერი.

დაიბადა 1926 წლის 5 ივლისს თბილისში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1950 წლის ივლისში მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „გაეროს უშიშროების საბჭოში მოქმედი ერთხმივობის პრინციპი, როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“. 1964 წლის აპრილში იცავს სადოქტორო დისერტაციას „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“. 1970-1977 წლებში ლევან ალექსიძე მივლინებული იყო ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პასუხისმგებელ მუშაკად. 1975-1976 წლებში ასრულებდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე. 1977 წლიდან დღემდე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია, 1978 წლიდან სამართლის საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეა. 1985-1992 წლებში თსუ-ს პრორექტორია. 1988 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წლიდან იგი ამავე აკადემიის ნამდვილი წევრია. ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.