წიგნის ავტორი - მარინა ბალიაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე, ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრია.
1970 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით.
1970-1973 სწავლობდა უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1979 წელს დაიცვა დისერტაცია ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 2002 წელს გახდა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
2001-2007 წლებში იყო დირექტორის მოადგილე ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო დარგში. დღემდე მუშაობს ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად.
არის ოცდაათი სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის ავტორი, აქედან 2 სახელძღვანელო. მონაწილეობა აქვს მიღებული სახვადასხვა პროექტებში და 4 სართაშორისო კონფერენციაში,
ამჟამად მისი ინტერესები მიმართულია საზოგადოებრივი ღირებულებების და განწყობათა კვლევაზე.
ფლობს რუსულ და ინგლურ ენებს.