.

ავტორი (ები): ლილი ხეჩუაშვილი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით. არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2009).

1998-2000 წლებში იყო მოწვეული პედაგოგი კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უძღვებოდა კურსს „ხელოვნების ფსიქოლოგია".

2000-2002 წლებში მუშაობდა ი. ჭავჭავაძის სახ. დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კათედრაზე პედაგოგად და ლაბორანტად. მიჰყავდა მოდული „პიროვნების ეგო-თეორიები".

2002-2005 წლებში მიწვეული იყო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოგადი და კლინიკური ფსიქოლოგიის კათედრაზე პიროვნების თეორიების კურსის წასაკითხად.

ამასთან, 1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ დანიშნულების ბრიგადაში ფსიქოლოგად, ფსიქოლოგიური სამსახურის დეპარტამენტის უფროსად.

2008-2009 წლებში მუშობდა საველე ფსიქოლოგ-კონსულტანტად საერთაშორისო ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრებს გარეშე" (MSF-France) იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

2005 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და დღეისათვის უკვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. უძღვება კურსებს: პიროვნების ფსიქოლოგია, პათოფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის შესავალი, კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში, გამოყენებითი სტატისტიკის შესავალი SPSS-ის ელემენტებით, პროფესიული ეთიკა.

2004 წლიდან თანამშრომლობს სოციალური მეცნიერების ცენტრთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მათ შორის მედია მონიტორინგისა და მთარგმელობითი პროექტები, ცენტრის ონლაინ ჟურნალის „კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა მიმოხილვა" ადმინისტრირება და „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითქრება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე", რომლის ფარგლებშიც კითხულობს კვლევის მეთოდების, სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის კურსს დოქტორანტებისთვის. 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ცენტრის გამოყენებითი სოციალური კვლევების პროგრამის ფარგლებში.

პროფესორი ხეჩუაშვილის კვლევითი გამოცდილება უკავშირდება ფსიქოლოგიის, მედიისა და სოციალურ კვლევებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესებია ნარატიული იდენტობა, პოსტტრავმული ზრდა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა.

არის 10-მდე სამეცნიერო სტატიის და და ორი სახელმძღვანელოს ავტორი.