არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართეელოს მეცნიერებათა აკადემიის ნევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვანე, ,,საპატიო ნიშნის“ ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კაეალერი, 1973 2004 ნლებში საქართეელოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართეელოს სახელმნიფო მუზეუმის დირექტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს.
1957 წლიდან მისი მოღვაწეობა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს უკავშირდება. 1974 წელს დაინიშნა მუზეუმის დერექტორად, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
მისი მთავარი სამეცნიერო სფეროები იყო ანტიკური საქართველოს არქეოლოგია და ისტორია. 1995-2003წწ. ნეკრესში ლ. ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები.