.

ავტორი (ები): ნოდარ ლადარია

ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003440/
ავტორის შესახებ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს; 1991 წელს თბილისის სასულიერო აკადემია. 1994 წლიდან რომის აღმოსავლური ინსტიტუტის ლიცენციატი.

შესრულებული აქვს თარგმანები "კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო"(ქართულად, 1997),  ეგნ. ლოიოლა "ავტობიოგრაფია"(რუსულად, 1993), დავით აღმაშენებელი "გალობანი სინანულისანი"(იტალიურად, 1996), გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"(იტალიურად) და სხვ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. ისტორიულ-ლიტურგიული ანალიზი", დაიცვა 1996 წელს(რომი).

  • დავით ანდღულაძის სახელობის ქართული ვოკალური კულტურის ფონდი, გამგეობის წევრი (1999-)
  • საერთაშორისო ქრისტიანული კულტურის ასოციაცია "Granum Sanapis" (რომი), ვიცე-პრეზიდენტი (1996-)