დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1958-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში; 1963 წლიდან სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე; 1987 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; მისი გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ–ჭანურის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანების რაობის, გენეზისის, მათში უცხოენოვანი ელემენტების გამოვლენის საკითხებს; აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში; მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. ყიფშიძის თხზულებათა ერთტომეულს(1994); ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1979), პროფესორი(1981).