ავტორი (ები): შოთა სამსონია
ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001282/
ავტორის შესახებ
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1963 წელს.
1967–1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1977წწ. დოცენტი; 1978–1990წწ. პროფესორი და კათედრის გამგე ; 1995 წლიდან არის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" მეცნიერ–კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი(1995). არის 460–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 27 წიგნის, სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის, 18 პატენტის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიესტერკარბონატების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბენზოლის ბირთვით შეუღლებული პიროლოინდოლებისა და ბისინდოლების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 1984 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების დარგობრივი სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2007-)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების სამეთვალყურეო კოლეგია, წევრი (2006-)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, წევრი (2006-)
- ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
- საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
- საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის განყოფილება, აკადემიკოს-მდივანი (2008-)
- საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი (1967-)
- ქიმიის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2004-2006)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების მედალი
- 1991 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- 1986 - სსრკ გამომგონებლის წოდება
- 1980 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
- 1967 - სსრკ დ.ი. მენდელეევის საზოგადოების დიპლომანტი