.

ავტორი (ები): მერაბ (ვეფხია) გვარამია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

1987 წელს ჩაირიცხა ა. მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკილტეტზე. 1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 1991 წლიდან მუშაობდა თსუ სოხუმის ფილიალის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის ლაბორანტად, 1993 წლიდან ამავე კათედრის მასწავლებლად. 1995-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ საერთაშორისო სამართლის კათედრის მასწავლებელი მოწვევით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ იურიდიულ ფაკულტეტის დოქტორანტურაში. წლების მანძილზე იყო ისტორია-ირიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და სპეციალობის მიხედვით ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი და თანახელმძღვანელია. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.