ავტორი (ები): მანანა სანაძე
ვებგვერდი: https://www.ug.edu.ge/
ავტორის შესახებ
მანანა ვლადიმერის ასული სანაძე — ქართველი ისტორიკოსი-თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).
- 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყნათმცოდნეობის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით).
- 1975-1996 თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრა. ასპირანტი (1975—1978); კათედრის ლაბორანტი (1979—1982); კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1982—1989); კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(1989—1996).
- 1992-1993 საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სპეციალისტი.
- 1996-2003 თსუ-ს საქართველოს ისტორიის წყაროებისა და ისტორიოგრაფიის შემსწავლელი კვლევითი ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
- 1998-დან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მზრუნველთა საბჭოს წევრი.
- 1999-2000 სამეცნიერო-ტექნიკური ლიცეუმის პრორექტორი ჰუმანიტარული განხრით.
- 1999-2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კათედრის პროფესორი.
- 2004-იდან არის საქართველოს უნივერსიტეტის (2007 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) რექტორი.
- 1980 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2002 წელს — სადოქტორო დისერტაციები.
- გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 6 მონოგრაფია.