.

ავტორი (ები): ოლივიე ბლანშარი

ავტორის შესახებ

ოლივიე ბლანშარი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის („კლასი 1941“) ეკონომიკის პროფესორია. მან თავის სადიპლომო ნაშრომზე საფრანგეთში იმუშავა და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 1977 წელს მიიღო. ის 1977 წლიდან 1982 წლამდე ჰარვარდში ასწავლიდა, ხოლო 1983 წლიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშია და ხშირად იღებს ეკონომიკის ფაკულტეტის საუკეთესო პროფესორის ჯილდოს.

მისი კვლევის სფერო მრავალ მაკროეკონომიკურ პრობლემას მოიცავს, ფისკალური პოლიტიკის ეფექტებით დაწყებული და მოლოდინის მნიშვნელობით, ფასების სიხისტით, სპეკულაციური საპნის ბუშტით, დასავლეთ ევროპაში უმუშევრობით, აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსფორმაციით და შრომის ბაზრის ინსტიტუტებით დამთავრებული. მან არაერთი მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ევროკავშირის კომისია, აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – მრავალი ნაშრომი შექმნა. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი ნაშრომი, არის არაერთი გამოცემის რედაქტორი და 15-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელთა შორისაა სტენლი ფიშერთან ერთად შექმნილი ლექციების კურსი მაკროეკონომიკაში.

ის არის ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს, ეკონომეტრიკული საზოგადოებისა და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ერთ-ერთი ახალი ჟურნალის – AEJ Macroeconomics – რედაქტორი.

ის ცხოვრობს კემბრიჯში ცოლთან, ნოელთან ერთად; ჰყავს სამი ქალიშვილი – მარია, სერენა და ჯულია.