.

ავტორი (ები): ნინო ჟვანია

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.

ნინო ჟვანია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა სალექციო კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში: ”საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომია”, ”შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში”, ”მეოცე საუკუნის დიპლომატიის ისტორია”. 2004-2005 წლებში იყო ევრაზიის ფონდის საჯარო მართვისა და პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წელს ამავე ფონდის კერძო საწარმოების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი. 2000 – 2003 წლებში ნინო გახლდათ გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობის ოფისში დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საველე ხელმძღვანელი, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ახლებული მიდგომის პროგრამის კოორდინატორი. 2004 წელს ნინომ მიიღო აკადემიური სტიპენდია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ახალი სამაგისტრო კურსის ”საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომია” მომზადებისათვის. 2005 წლიდან იგი კითხულობს აღნიშნულ სალექციო კურსს ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ სამაგისტრო პროგრამებში და აქტიურად მონაწილეობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში.