.

ავტორი (ები): სერგი კაპანაძე

ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006726/
ავტორის შესახებ

სერგი კაპანაძე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა დრიუს(აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2003 წელს-ბუდაპეშტის(უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ კვლევათა მაგისტრი. 2010 წელს მიენიჭა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორად, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსად; საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიცაზიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ამავე სამინისტროს საერთაშორისო ორგანიცაზიების დეპარტამენტის დირექტორად. 2011-2012წწ. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2016 წლის ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.