მიხეილ ნიკოლოზის ძე ჭაბაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 1996), ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1960); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომიის სწავლული მდიბანი (1958-1965); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე (1965-1985), საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი (1982-1996); ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი (1971-1987) სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1982-იდან), ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი (მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა). მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე.
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჭაბაშვილი ძირითადად მუშაობს ლექსიკოგრაფიაში, აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის ნორმალიზაციის საკითხებზე. მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავებაში. შეადგინა უცხო სიტყვათა ლექსიკონი (I გამოცემა — 1964, II — 1973). ჭაბაშვილი მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1—8, 1950-1964), რისთვისაც სხვებთან ერთად საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის მიენიჭა (1971). დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით. 1996 წელს გამოიცა ჭაბაშვილის მიერ 1991-92 წწ. დაწერილი „მოგონებები“.